მსოფლიო დღეს

მაქსიმალურად ახლოს: დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი დღეს ჩაუფრენს

მეცნიერები განმარტავენ, რომ ასტეროიდი, რომლის დიამეტრი საშუალოდ 288 მეტრია, საკუთარი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 4,9 საათს ანდომებს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დედამიწას დღეს პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი მაქსიმალურ მანძილზე მოუახლოვდება, ნათქვამია NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მონაცემებში. 

​კოსმოსური სხეული საათში 12 800 კმ სიჩქარით ჩაუვლის დედამიწას დაახლოებით 3,7 მლნ კილომეტრზე, რაც 9,6-ჯერ მეტია ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე მანძილზე.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ასტეროიდი, რომლის დიამეტრი საშუალოდ 288 მეტრია, საკუთარი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 4,9 საათს ანდომებს.

2010 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი პოტენციურად სახიფათოთა კატეგორიას იმის გამო განეკუთვნება, რომ დედამიწის ორბიტას კვეთს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტასთან შეჯახების ალბათობა უკიდურესად მცირეა.