პირველი და ლეგენდარული: 1945 წლის 24 ივნისის გამარჯვების აღლუმის ისტორიული ფოტოები

Sputnik

საბჭოთა ჯარისკაცებმა, რომლებმაც დიდ სამამულო ომში გაიმარჯვეს, წითელ მოედანზე საზეიმო მარშით გაიარეს 1945 წლის 24 ივნისს.

აღლუმს იბარებდა მთავარსარდლის მოადგილე, საბჭოთა კავშირის მარშალი გიორგი ჟუკოვი. აღლუმს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მარშალი კონსტანტინ როკოსოვსკი.

მას შემდეგ, რაც გაიცა ბრძანება „აღლუმო, სწორდი!“, მოედანზე მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა. შემდეგ ნაერთმა სამხედრო ორკესტრმა 1400 მუსიკოსისგან, გენერალ-მაიორ სერგეი ჩერნეცკის ხელმძღვანელობით, შეასრულა მიხაილ გლინკას ჰიმნი "დიდება რუს ხალხს!".

აღლუმში მონაწილეობდნენ ფრონტების ნაერთი პოლკები, რომლებიც დაკომპლექტებული იყო წითელი არმიის რიგითებით, სერჟანტებითა და ოფიცრებით, რომლებიც გამოირჩეული იყვნენ ბრძოლებში და ჰქონდათ სამხედრო ჯილდოები. საბჭოთა ჯარისკაცების კოლონას მოჰქონდა მიწამდე დაშვებული ნაცისტური არმიის შენაერთების 200-მდე დროშა, რომლებიც ბრძოლის ველზე განადგურდნენ.

აღლუმი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კოკისპირული წვიმაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 24 მარშალი, 249 გენერალი, 2536 ოფიცერი, 31 116 სერჟანტი და ჯარისკაცი.

1 / 18
დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვების პირველი აღლუმი 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა
2 / 18
აღლუმს იბარებდა საბჭოთა კავშირის მარშალი გიორგი ჟუკოვი. აღლუმს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მარშალი კონსტანტინ როკოსოვსკი. როდესაც კრემლის კურანტებმა ათი საათი ჩამოჰკრა, წითელ მოედანზე თეთრ ცხენზე ამხედრებული მარშალი ჟოკოვი გამოჩნდა
3 / 18
გამარჯვების აღლუმი წითელ მოედანზე, 1945 წლის 24 ივნისი
4 / 18
აღლუმი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კოკისპირული წვიმაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 24 მარშალი, 249 გენერალი, 2536 ოფიცერი, 31 116 სერჟანტი და ჯარისკაცი
5 / 18
მას შემდეგ, რაც გაიცა ბრძანება „აღლუმო, სწორდი!“, მოედანზე მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა
6 / 18
შემდეგ, ერთობლივმა სამხედრო ორკესტრმა 1400 მუსიკოსისგან, გენერალ-მაიორ სერგეი ჩერნეცკის ხელმძღვანელობით, შეასრულა მიხაილ გლინკას ჰიმნი "დიდება რუს ხალხს!".
7 / 18
მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები. ცენტრში - უკრაინის ფრონტის მე-4 გაერთიანებული პოლკის კომისარი, გენერალ-მაიორი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი, მარცხნივ - 101-ე მსროლელთა კორპუსის 38-ე არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი ლეონტიევიჩ ბონდარევი
8 / 18
აღლუმში მონაწილეობდნენ ფრონტების ერთობლივი პოლკები, რომლებიც დაკომპლექტებულნი იყო რიგითებით, სერჟანტებითა და ჯარის სხვადასხვა სახის ოფიცრებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ ბრძოლებში და ჰქონდათ სამხედრო ჯილდოები
9 / 18
საბჭოთა ჯარისკაცების კოლონას მოქონდა მიწამდე დაშვებული ნაცისტური ჯარების 200-მდე ბანერი, რომლებიც ბრძოლის ველზე დამარცხდნენ
10 / 18
შემდეგ კი მავზოლეუმის მახლობლად დაყარეს
11 / 18
ეს აგრესორის დამარცხების ნიშანი იყო
12 / 18
1995 წლამდე გაამრჯვების აღლუმი მხოლოდ 9 მაისს იმართებოდა საიუბილეო წლებში - 1965, 1985, და 1990
13 / 18
საბჭოთა ტანკისტების დანაყოფი აღლუმის დროს წითელ მოედანზე
14 / 18
გამნაღმველთა დანაყოფის წევრები ძაღლებთან ერთად
15 / 18
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი აღლუმის დროს ტრიბუნაზე
16 / 18
გამარჯვების აღლუმზე მისული უცხოელი სტუმრები
17 / 18
1996 წლიდან სამხედრო აღლუმების გამართვამ ყოველწლიუი სახე მიიღო, მაგრამ საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე
18 / 18
საბჭოთა კავშირის საჰაერო-საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეები: ზემდეგები (პირველ რიგში) და რიგითები