მთვარის კალენდარი: 24 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ივნისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს, რომელიც გონებრივ მუშაობას შეუწყობს ხელს. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია.

ეს დღე ცვალებადი ხასიათისა იქნება: ის ერთდროულად პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც. ეცადეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

სასურველია მარტო მუშაობა – ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი ძალები შეაფასოთ, გააანალიზოთ და დაგეგმოთ სამომავლო პერსპექტივები.

მთვარე ზრდის ფაზაშია, ადამიანები ძალებს თანდათანობით ივსებენ, თუმცა, ჯერ საკმარისი ენერგია არაა იმისთვის, რომ ცხოვრების ყველა სფეროში მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. მოსალოდნელია წარმატებები სასიყვარულო სფეროში.

თმის შეჭრა, შეღებვა: ლომის გავლენით თმა უფრო სქელი ხდება. შესანიშნავი დღეა სალონში წასვლისთვის. წარმატებული იქნება პრაქტიულად ყველა პროცედურა: შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, ტონირება, თმის გაღიავება. ერთადერთი, არასასურველია თმის ქიმიური დახვევა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის – ამით უიღბლობას განდევნით და პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავთ.

მებაღეობა: ლომი სხვა ნიშნებთან შედარებით არანაყოფიერი ნიშანია. თუმცა, ბაღში გარვეული სამუშაოების შესრულება, რა თქმა უნდა, შეიძლება.

ამ დღეს განსაკუთრებით შედეგიანი იქნება მცენარეების დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება, ხეების დამყნობა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება. რამე აკრძალვა 24 ივნისს ბაღში მუშაობასთან დაკავშირებით არ არის.