„ადამიანის ხორცი ძალიან ჰგავს ღორისას“ - ქართველი პროფესორის სკანდალური აღიარება

ქართველი პროფესორი აცხადებს, რომ ღორები და ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და მათი ხორციც გემოთი იდენტურია
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი დარტყმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი დარვინის თეორიისგან, რომელმაც დაასკვნა, რომ ადამიანსა და ღორს 95% საერთო აქვთ.

ამის შესახებ პროფესორმა საჯარო ლექციაზე სახელწოდებით „რა არის თავისუფლება“ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ დავუჯერებთ კაციჭამია ადამიანს ჯეფრი დამერს, რომელსაც დაეჯერება, რადგან ბევრი აქვს ნაჭამი, ადამიანის ხორცი სტრუქტურით და გემოთი ჰგავს ღორისისას.

„ერთხელ ჩერჩილმა ასეთი რამ თქვა პარლამენტში: კატები ზემოდან გვიყურებენ, რადგან ისინი თვლიან რომ ჩვენ უნდა მოვემსახუროთ, ძაღლები გვიყურებენ ქვემოდან და მარტო ღორები გვიყურებენ პირდაპირ, როგორც თქვენ მიყურებთ ახლა მეო. დიახ, ღორები გვიყურებენ პირდაპირ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილი.