მსოფლიო დღეს

მამაკაცმა ტბაში უზარმაზარი არსება გადაიღო: ქვეყნდება ფოტო და ვიდეოკადრები

რომ არა კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი, მამაკაცი აღარც კი გაიხსენებდა კადრებს, რომლებიც მან შოტლანდიაში მოგზაურობისას გადაიღო.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბრიტანელმა სტივ ჩალისმა გასულ წელს შოტლანდიაში მოგზაურობისას ტბაში უცნაური არსება დაინახა და ის კამერაზე აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Record.

ირკვევა, რომ მამაკაცი საწინააღმდეგო ნაპირს უღებდა ვიდეოს, როდესაც მისი ყურადღება წყლის ზედაპირზე წარმოქმნილმა ჭავლმა მიიქცია.

მან ფოტოების გადაღება დაიწყო და მოულოდნელად წყლიდან რამდენიმე წამით უზარმაზარი არსებაც ამოტივტივდა. ამის შემდეგ ის გაქრა და მეტად აღარ გამოჩენილა.

​ირკვევა, რომ სტივ  ჩალისს ეს კადრები მხოლოდ ახლაღა გაახსენდა, როდესაც კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფმა შოტლანდიაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის თავიდან დათვალიერება დაიწყო.  

მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ბევრმა ივარაუდა, რომ ეს ცნობილი ლოხ-ნესის ურჩხული შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება თავად ჩალისი. მისი აზრით, ეს უბრალოდ რაღაც დიდი ზომის თევზია, ოღონდ რა სახეობის, არავინ იცის.