COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში მეორე დღეა COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების ანტირეკორდი მყარდება

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 7,7 ათასი ადამიანი
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. 265 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა.

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექციის 14 305 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 7 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 174 - გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის დეპუტატებს კორონავირუსზე ამოწმებენ

6 363 პაციენტის მკურნალობა კლინიკებში გრძელდება.

მითითებულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 441 961 ტესტირება ჩატარდა, მათ შორის, 9103 - გასულ დღე-ღამეში.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 21 ივნისის 00:00 საათიდან 5 ივლისის 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, ლენქორანში, ევლახში, ჯალილაბადში, განჯაში, მასალისა და აფშერონის რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ ქალაქებსა და რაიონებში შეჩერებულია თითქმის ყველა სფეროს მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა. იმ პირთა, ასევე ტრანსპორტის გადაადგილება, რომელთა საქმიანობაც არ შეწყვეტილა, ნებადართულია მხოლოდ საშვებით.