რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას

ახლა სიმპათიური ქუჩის ძაღლი ზღვისპირა ქალაქის ისტორიაში შევა, ხოლო მომავალში, შესაძლოა, ბავშვებს გმირი ძაღლის შესახებ ზღაპრებიც მოუყვნენ
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბათუმის უსახლკარო ძაღლს, მეტსახელად „კუპატას", რომელიც ცნობილია, როგორც ბავშვების დამცველი და საგზაო წესების დარღვევის მოწინააღმდეგე, გრაფიტი მიუძღვნეს. ნახატის ავტორია ქართველი მხატვარი George Gamez.

ძაღლის პორტრეტი ოქროს გვირგვინით ქალაქის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელზე გამოჩნდა. ადამიანები კომენტარებში წერენ, რომ მოხარული არიან ამ ნახატისა ქალაქში და ბათუმელებს იდეისთვის აქებენ.

რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას

„კუპატამ" სახელი მთელ მსოფლიოში მას შემდეგ გაითქვა, რაც ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის ბავშვების ჯგუფს გზაზე გადასვლაში ეხმარება და მათ ავტომობილებისგან იცავს. ასეთი "გმირობისთვის" ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სახლი დაუდგა წარწერით „ხალხის რჩეული".

ვიდეომ „კუპატას" მონაწილეობით მილიონი ნახვა მოაგროვა და ქსელის მომხმარებლების აღტაცებული კომენტარები დაიმსახურა მთელ მსოფლიოში. მის გმირობას ამერიკული ტელეარხი ABC-ც გამოეხმაურა.