ზურაბიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილე მიულოცა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლის 23 ივნისს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 26 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ვულოცავ დაარსებიდან 26 წლისთავს და მადლობას ვუხდი ქვეყნისათვის გაწეული ღირსეული სამსახურისთვის. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესია. გისურვებთ წარმატებას!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვას გამოეხმაურა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლის 23 ივნისს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.

თავდაპირველად უწყების მთავარ ამოცანას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ამჟამად სამსახური საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვით არ არის დაკავებული. ის უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეების, კათოლიკოს-პატრიარქის, ასევე მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხოებას.