ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია
© Sputnik
„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. ორივე იმპორტირებულია, შემოტანილი შემთხვევებია. ორი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ, დაბრუნდნენ, კარანტინში ბრძანდებოდნენ და იქ ჩატარებული კვლევით დადასტურებული პასუხით გადმოყვანილი იქნენ ჩვენთან. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კორონავირუსის მესამე შემთხვევას, ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 911 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 768 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.