თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 911-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2662, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.