ჩვილი 5 ათას დოლარად: როგორია ახალშობილთა გაყიდვის სქემა საქართველოში

სასამართლოს წინაშე წარდგება პირი, რომელმაც ჩვილი 5 ათას დოლარად იყიდა და სამოქალაქო რეესტრში ბავშვის მამად დარეგისტრირდა.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ახალშობილით ვაჭრობის ბრალდებით დუშეთში სამი პირი – ჩვილის მშობლები და მყიდველი დააკავეს, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელიც 5 ათას დოლარად ბავშვის ყიდვას დათანხმდა.

მამაკაცი სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც ახალშობილის მამა და დაბადების მოწმობა აიღო. შემდეგ კი, შეთანხმებისამებრ, 5 ათასი აშშ დოლარი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.