ყვითელი ამბები

„ჩემი ცოლის დაქალების“ შემქმნელებმა ახალი სერიალი დაიწყეს – ნახეთ ტრეილერი

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ შემქმნელებმა ახალი სერიალის გადაღება დაიწყეს, რომლის ტრეილერი სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა და პოპულარობაც მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ახლო მომავალში ახალი სერიალი „თესეა“ დაიწყება, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი ზურა ჯავახია შეასრულებს.

სატელევიზიო შოუს ავტორები სცენარისტი ქეთი დევდარიანი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა არიან.

სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას, რომელიც პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო ბებიასთან, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.

„ამ გოგოს ასაკი უფრო მოუხდა“ – ირინა ონაშვილი ჩცდ-ში გადაიღეს – ფოტოები

ზურა ჯავახიას პერსონაჟი იქ „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით მიუზიკლის დადგმას მოისურვებს, რასაც საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვება. სატელევიზიო შოუს პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა. მასში მაყურებელი ცნობილ მუსიკოს რობი კუხიანიძესაც იხილავს.

ზურა ჯავახიამ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო ჯგუფში ZurGi. კოლექტივთან ერთად ჯავახიამ რამდენიმე EP გაავრცელა, 2013 წელს კი ბენდი დაიშალა. ამის შემდეგ ჯავახიამ ახალი პროექტი „არა“ შექმნა.

2018 წელს არტისტებმა გაავრცელეს სადებიუტო ალბომი „რატომ მომიყვანეთ“. სხვადასხვა დროს ის მოღვაწეობდა ბენდებში Mutual Friends და „ყველა“. ამის პარალელურად ზურა ჯავახიას არაერთ ფილმსა და სპექტაკლში აქვს ნათამაშები როლები.