მსოფლიო დღეს

ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა: ცნობილია, შეეხება თუ არა შეზღუდვები უკვე აშშ-ში მყოფებს

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა „წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელების დასაქმებას“.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ. 

დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემას აჩერებს: ვის შეეხება აკრძალვები

პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა „წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელების დასაქმებას“. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე ჩერდება.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი ბრძანებულება თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

„დროებით მუშახელს ხშირად თან ახლავს მეუღლეები და შვილები, რომელთაგან ბევრი ასევე უწევს კონკურენციას ამერიკელ მუშახელს. ჩვეულებრივ პირობებში დროებითი დასაქმების სწორად ორგანიზებულ პროგრამებს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის საგანგებო ვითარებაში, რაც COVID-19-ის აფეთქებამ გამოიწვია, ზოგი საიმიგრაციო სავიზო პროგრამა დასაქმების უფლებას იძლევა, რაც წარმოუდგენელ საფრთხეს უქმნის ამერიკელი მუშახელის დასაქმებას“, — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეზღუდვები შეეხო:

  • ვიზა H-1B-ს, რომელიც უცხოელ კვალიფიციურ მუშახელს ტექნოლოგიების სფეროში დასაქმების უფლებას ანიჭებდა;
  • ვიზა H-4-ს, რომელიც H-1B-ის მფლობელის ოჯახის წევრებზე გაიცემა;
  • სეზონურ სამუშაო ვიზა H-2B-ს;
  • ვიზა L-1-ს, რომელიც გაიცემა კომპანიის შიგნით ხელმძღვანელების, მენეჯერებისა და სპეციალისტების სამსახურებრივი გადაადგილებისთვის; ზოგიერთ J-1 ვიზას — კულტურული და პროფესიული გაცვლის პროგრამების მონაწილეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.