ელენა ჩერიშევა: ესტონეთის ხელისუფლება რუსულ მედიასაშუალებებს დევნის

HDIM — ეს ევროპის უმსხვილესი ყოველწლიური კონფერენციაა, რომელშიც ეუთოს წევრი 57 ქვეყანა, ეუთოს სტრუქტურებისა და ასევე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ესტონეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციები და არ შეცვალა თავისი პოზიცია „Sputnik–ესტონეთთან“ დაკავშირებით, რომელიც იძულებულია მინიმუმამდე შეზღუდოს საქმიანობა, განუცხადა გამოცემის ხელმძღვანელმა ელენა ჩერიშევამ ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეუთოს ონლაინ–თათბირის მონაწილეებს.

„სრული განუკითხაობა“ - ევროპელებს Sputnik ესტონეთის შესახებ უამბეს

ჟურნალისტი ამბობს, რომ ესტონეთში სიტყვის თავისუფლების პრინციპების აშკარა დარღვევები შეინიშნება. კერძოდ, ესტონეთის ხელისუფლება ღიად იყენებს „Sputnik–ესტონეთის“ რედაქციაზე ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტებს. 2019 წლის ბოლოს რესპუბლიკის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტებმა გამოცემის ყველა თანამშრომელს დაუგზავნა მუქარის შემცველი წერილები, რომ თუ ჟურნალისტები არ შეწყვეტდნენ თანამშრომლობას რუსულ სააგენტოსთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა „ევროპული სანქციების დარღვევის“ მუხლით. სანქციებში ქვეყნის ხელისუფლება მოიაზრებდა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის დმიტრი კისელიოვისთვის 2014 წელს დაწესებულ შეზღუდვებს. ამასთან თავად სააგენტო  არც ერთ სასანქციო სიაში არ არის შეყვანილი.

მიუხედავად ამისა, მუქარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 იანვრიდან გამოცემის საიტი საგანგებო რეჟიმში მუშობს, ხოლო რედაქციის თანამშრომლებს „Sputnik–ესტონეთთან“ კონტრაქტების გაწყვეტა მოუხდათ.

„ეს განსხვავებულ აზრთან ბრძოლის ყველაზე აშკარა მაგალითია, — განაცხადა ჩერიშევამ. — მხოლოდ ესტონელი პოლიციელები აძლევენ თავს უფლებას, გაავრცელონ პერსონალური სანქციების მოქმედება რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე“.

გარდა ამისა, ელენა ჩერიშევამ გაიხსენა, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს, „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტებთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ესტონურ დემოკრატიას მაგალითი უწოდა მათელი მსოფლიოსთვის.

ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა

„მე ისე მესმის, რომ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ მუქარა მას დემოკრატიად მიაჩნია. ხოლო მედიასაშულებების ღია რეპრესიები — ეს სიტყვის თავისუფლებაა ესტონურად“, — განაცხადა ჩერიშევამ ეუთოს კონფერენციაზე.

პრესის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი არლემ დეზირი თავიდანვე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ესტონეთის პოზიციას. 2019 წლის დეკემბერში დეზირმა ესტონეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეეკავებინა „Sputnik–ესტონეთზე“ ზეწოლისგან და რედაქციის საქმიანობის შეზღუდვა ზედმეტად მიიჩნია. „ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე“, — წერდა დეზირი Twitter-ის გვერდზე.

  • „სამწუხაროა, რომ თქვენი არ გაიგონეს“, — მიმართა ჩერიშევამ არლემ დეზირს თათბირისას.

ეუთოს თათბირი ადამიანის უფლებების საკითხებზე (HDIM) — ეს ევროპის უმსხვილესი ყოველწლიური კონფერენციაა, რომელშიც ეუთოს წევრი 57 ქვეყანა, ეუთოს სტრუქტურებისა და ასევე საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის სპიკერები განიხილავენ მედიასაშუალებების თავისუფლების, დემოკრატიისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს მთელ მსოფლიოში. წელს კონფერენცია ალბანეთის თავმჯდომარეობით იმართება ონლაინ–რეჟიმში.