COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 911 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 768 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 911 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 768 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2662 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.