ყვითელი ამბები

რუსმა დიზაინერმა შექმნა ფეხსაცმელი საქართველოს დროშის გამოსახულებით – ფოტო

დიზაინერთან კომენტარებში მომღერლებმა ლელა წურწუმიამ და მირანდა მირიანაშვილმა აღფრთოვანება გამოხატეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ნამუშევრები ფანტასტიკურია.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსმა დიზაინერმა ალექსანდრე სირადეკიანმა შექმნა ფეხსაცმლის კოლექცია „სამყარო საზღვრების გარეშე“ – მსოფლიოს ქვეყნების დროშებით, სადაც ერთ-ერთი ფეხსაცმელი საქართველოს დროშითაა.

დიზაინერმა „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა ფეხსაცმლის ფოტოები ქართული დროშით და უამრავი დადებითი კომენტარი მიიღო.

„მე ყოველთვის მსოფლიოს მოქალაქედ ვგრძნოდი თავს. დავიბადე თბილისში. ახლა ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მოსკოვში. დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ იტალიაში. ვაკეთებ კოლექციურ პრეზენტაციებს პარიზში ყოველ სეზონზე“, – ამბობს დიზაინერი რუსულ გამოცემასთან საუბარში.

ალექსანდრე სირადეკიანი – თბილისელი სომეხია, დაიბადა 1978 წელს. ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინერმა მრავალი ცნობილი fashionistas-ის გული მოიგო. Siradekian-ის გულშემატკივრებს შორის არიან ცნობილი ადამიანები – ქსენია სობჩაკი, ადრიანა ლიმა, ქეთა თოფურია და მრავალი სხვა.