ქართული მოცვი ექსპორტზე გავა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. გურიაში 2020 წელს 225 ჰექტარ ფართობზე 250 ტონა მოცვს მოიყვანენ, განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.

სოფლის მეურნეობის განვითარება სულ უფრო აქტუალური და პრიორიტეტული ხდება საქართველოს მთავრობისთვის. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

კომპანიამ ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. აქედან 96,6 ათასი ნერგებზე დაიხარჯა. მიმდინარე წელს 80 ტონა მოსავალს პროგნოზირებენ. მოცვის აღების პერიოდში კომპანია 150 ადგილობრივ მოსახლეს ასაქმებს.

საქართველოში ნაწარმოები მოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ამ კულტურით დაინტერესებას.