თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დიდი სამამაულო ომის ხსოვნა აბსულუტურად წმიდაა რუსეთის ხალხისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო განმათავისუფლებელი ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომელიც 1945 წლამდე გაგრძელდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) გადამწყვეტი ნაწილი გახდა.
„ჩვენთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დიდი სამამულო ომისა და მათი ხსოვნა, ვინც იბრძოდა და დაიღუპა, ვინც მთელი ძალებით ცდილობდა გამარჯვების მოახლოებას, აბსულუტური სიწმინდეა“, — განაცხადა პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრისა და სამუზეუმო კომპლექსის მონახულებისას.
მისი თქმით, რუსეთისთვის 22 ივნისი, დღე, როდესაც დიდი სამამაულო ომი დაიწყო, სასტიკ ტრაგედიად იქცა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი პოდმოსკოვიეს პარკ „პატრიოტში“ აიგო გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა მისი გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.