მსოფლიო დღეს

კორონავირუსის სრული დამარცხება საეჭვოა: ანტისხეულები ორგანიზმში მალე ქრება – ახალი კვლევა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ანტისხეულების დონე ორგანიზმში მოკლე ხანში ქვეითდება, რაც საეჭვოს ხდის კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების შესაძლებლობას.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულების უმრავლესობას გამომუშავებული ანტისხეულების დონე რვა კვირის შემდეგ უქვეითდებათ, აცხადებენ ჩინეთის ჩუცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც წინასწარი კვლევა ჩაატარეს. 

„ბიოლოგიური ბომბი“ – საიდან ემუქრება კაცობრიობას ახალი პანდემიები

აღნიშნულის თაობაზე იუწყება CNBC.

სწავლულთა თქმით, ანტისხეულებს უფრო სწრაფად კარგავენ ისინი, ვისაც უსიმპტომო კორონავირუსი გამოუვლინდა.

„ეს შედეგები ეჭვქვეშ აყენებს პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების პრინციპულ შესაძლებლობას და ვირუსი SARS-CoV-2–ის სრულ დამარცხებას“, — მიაჩნიათ მეცნიერებს.

მკვლევარებმა აღნიშნული დასკვნა COVID-19-ით 37 უსიმპტომო დაავადებულსა და  ამდენივე მკაფიო სიმპტომების მქონე პაციენტზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს.

  • „რვა კვირის განმავლობაში ანტისხეულების შემცველობა დაუქვეითდა უსიმპტომო ინფიცირებულების 81%-ს და მკაფიო სიმპტომების მქონეთა 62%-ს“, — ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, უსიმპტომოებში ანტისხეულების დონე 40%-ით დაეცა, ხოლო მკაფიო სიმპტომების მქონეებში – მხოლოდ 12,9%-ით. 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხელმეორედ ინფიცირების შანსი — ეს მხოლოდ დროის საკითხია, ვინაიდან ვირუსის მიმართ მყარი იმუნიტეტი, განსაკუთრებით, უსიმპტომო ინფიცირებულთა შორის, არ გამომუშავდება. ხოლო დროებითი იმუნიტეტი მხოლოდ ორი–სამი კვირის განმავლობაში რჩება.

ახალი სიმპტომი მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებში იჩენს თავს: COVID-19-ის კიდევ ერთი ნიშანი>>

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ისინი ჯერ ისევ სწავლობენ ვირუსის მოქმედების საკვანძო ასპექტებს, მათ შორის, ორგანიზმის იმუნურ რეაქციას SARS-CoV-2-ზე.

მიღებული პასუხები ხელს შეუწყობს ეფექტური ვაქცინის შექმნას და ასევე მოსახლეობაში იმუნიტეტის ფორმირების ტემპების შეფასებას.