მსოფლიო დღეს

კიევში „დედა სამშობლოს“ ხმლის ნაცვლად ლგბტ თემის დროშა დააჭერინეს: ვრცელდება ვიდეო

სკულპტურა „დედა სამშობლო“, რომელიც 1981 წელს დაიდგა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი მებრძოლის ხსოვნას ეძღვნება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კიევში მოძრაობა KyivPride-ის აქტივისტებმა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხარდასაჭერად მოაწყვეს აქცია, რომლის ფარგლებშიც მონუმენტზე „დედა სამშობლო“ თემის ფერადი დროშა აღმართეს.

შესაბამისი ვიდეო მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებმა ფერადი ალამი დრონის მეშვეობით აუშვეს ჰაერში. კოპტერი იმგვარად „დაეკიდა“ ძეგლის თავზე, რომ სკულპტურას ხელში ხმლის ნაცვლად თითქოს დროშა ეჭირა.

„დედა სამშობლო“ თანასწორობის მომხრეა“ ლგბტ+-ის დიდებული დროშა დღეს მთელ კიევში იფრიალებს“, — აცხადებს KyivPride სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე 17 საათის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს ამ დროისათვის 40 ათასი ნახვა და სამასზე მეტი გაზიარება აქვს. კომენტატორებს შორის ჭარბობს აქციის მიმართ ნეგატიური განწყობა.

სკულპტურა „დედა სამშობლო“, რომელიც 1981 წელს დაიდგა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი მებრძოლის ხსოვნას ეძღვნება.