გახარია: პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
Sputnik
გახარია: პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა – ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა კვირას რიგგარეშე სხდომაზე კენჭი პირველი მოსმენით უყარა, კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა დეპუტატმა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა.