COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის და როგორ დაბრუნდებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში

სამშობლოში დაბრუნებამდე აზერბაიჯანის მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან, ტესტების შედეგები ერთი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ამ კვირის დასაწყისში საქართველოდან აზერბაიჯანში 178 მოქალაქის ევაკუირებაა დაგეგმილი, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი.“

აზერბაიჯანელების ჯგუფს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სინიგ კერპიუში“ 23 ივნისს მიიყვანენ. სანამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევლენ, მათ ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე, რომლის შედეგებიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმი წესდება

კვირას ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შემთხვევის შესახებ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში, სადაც 25 პრილიდან განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ რაიონში კორონავირუსის ინფიცირების 192 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 175 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

4 ივნისს აზერბაიჯანიდან ქვეყანაში საქართველოს 144 მოქალაქე შემოვიდა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტიდან ჩაიკეტა.

აზერბაიჯანის დეპუტატებს კორონავირუსზე ამოწმებენ>>

ქვეყანაში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების გამო აზერბაიჯანის საზღვრები მგზავრთა რეგულარული გადაყვანისთვის 2020 წლის 1 აგვისტომდეა დაკეტილი.