COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 13 ათასს აჭარბებს

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 13 207 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 7168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 161 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 478 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს 369 პაციენტი გაეწერა მკურნალობის დასრულების შემდეგ, იუწყება იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის დეპუტატებს კორონავირუსზე ამოწმებენ

ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი, მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 13 207 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 7168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 161 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 5878 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 426 394 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 4345 - გასულ დღე-ღამეს.