მსოფლიო დღეს

გამოკითხვა: ამერიკელების მეოთხედმა არ იცის, ვის ეომებოდა აშშ მეორე მსოფლიო ომში

ფრანგული სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველ მეათე ამერიკელს ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომში აშშ რუსეთს ეომებოდა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ყოველ მეათე ამერიკელს (11%) მიაჩნია, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მეორე მსოფლიო ომში რუსეთი იყო, ამაზე მეტყველებს Sputnik.Мнения-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

1941-45 წლებში აშშ-ის მოწინააღმდეგეების — გერმანიისა და იაპონიის სწორად დასახელება რესპონდენტთა, შესაბამისად, 77% და 67%-მა შეძლო. 5% კი ფიქრობს, რომ აშშ ჩინეთს ებრძოდა. 

გამოკითხვა: პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობა წითელი არმიის მადლიერია

გამოკითხულთა 69%-მა ან არ იცის (42%), რომ 8 მაისს შეერთებულ შტატებში აღინიშნება V-E Day, ანუ ევროპაში გამარჯვების დღე, ან არასწორად უპასუხა კითხვას (27%).

ამასთან, რესპონდენტების 63%-მა სწორად განსაზღვრა ჰოლოკოსტის მნიშვნელობა და თქვა, რომ ეს ებრაელების გენოციდი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო 12%-ს წარმოდგენა არ ჰქონდა მასზე.

გამოკითხვა აშშ-ში Sputnik.News-სთვის უძველესმა ფრანგულმა სოციოლოგიურმა კომპანია IFop-მა ჩაატარა მიმდინარე წლის 22–25 მაისს. გამოიკითხა 18 წლისა და უფროსი ასაკის 1004 რესპონდენტი. მონაცემებში ცდომილების დონე პლუს–მინუს 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-ით.

Sputnik.Мнения – ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus, Ifop და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik (sputniknews.com) — საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებსა და ასევე ფარსიზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია 80 მლნ ვიზიტორს შეადგენს ერთ თვეში.

„Sputnik–საქართველომ“ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ქართული ინტერნეტ-მედიის ლიდერად გვევლინება. სააგენტოს შემადგენლობაში შედის ამავე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტრადიო.