COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 908 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 761 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 908 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 761 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.