ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა, იუწყება ქართული მედია.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.