საქართველოს ელჩი გაეროში იოგის მიმდევარი აღმოჩნდა

2014 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 ივნისის იოგის დღედ გამოაცხადა - ეს არის ზაფხულის მზებუდობა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველო არის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორი ქვეყანა, რომელმაც დაარსა იოგას საერთაშორისო დღე (International Yoga Day), დაწერა Twitter-ში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

„აღვნიშნავ 2020 წლის იოგას საერთაშორისო დღეს ნიო-იორკში ჩემი სახლის აივანზე, რადგან გერო ჯერ ისევ დაბლოკილია კორონავირუსის გამო. ვამაყობ იმით, რომ საქართველო რეზოლუციის ერთ-ერთი პირველი თანაავტორი ქვეყანა იყო ინდოეთთან ერთად, რომელმაც იოგას საერთაშორისო დღე დააარსა“, - დაწერა იმნაძემ.

გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ექვსი წლის წინანდელი სამახსოვრო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა.

პლანეტის მოსახლეობას იოგას დღე ინდოეთის პრეზიდენტმა რამ ნათ კოვინდმაც მიულოცა.

„იოგას უძველესი მეცნიერება - ინდოეთის უდიდესი საჩუქარია მსოფლიოსთვის. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება მისი მიმდევარი. სტრესის და დაპირისპირების დროს, განსაკუთრებით როდესაც ის COVID-19-ს უკავშირდება, იოგას პრაქტიკას შეუძლია სხეულს ფორმა და მშვიდი აზროვნება შეუნარჩუნოს“, - დაწერა Twitter-ში რამ ნათ კოვინდმა.

იმის შესახებ, რომ იოგა შველის კორონავირუსის წინააღმდეგ, ადრე განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. მისი თქმით, ბევრმა პაციენტმა საოცარი მეთოდიკის დახმარებით სასუნთქი და იმუნური სისტემის გაძლიერება შეძლეს.

2014 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 ივნისის იოგის დღედ გამოაცხადა. ეს დღე შემთხვევით არ შეირჩა - ეს არის ზაფხულის მზებუდობა და ყველაზე გრძელი დღე წელიწადში.