როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 23 ივნისს

საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს იქნება მზიანი ამინდი, დღისით ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს, 23 ივნისს თბილისში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +19, ხოლო დღისით +32 გრადუსი იქნება.

ქარი 14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.