COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანის დეპუტატებს კორონავირუსზე ამოწმებენ

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6799 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 154 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. პროფილაქტიკის მიზნით მილი მეჯლისის დეპუტატებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს კვირას კორონავირუსზე ტესტები გაუკეთეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ დეპუტატს COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ტესტების პასუხები ორშაბათს, 22 ივნისის იქნება ცნობილი.

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმი წესდება

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 491 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. ამავე დროს 283 პაციენტი გაეწერა მკურნალობის დასრულების შემდეგ, იუწყებიან მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6799 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 154 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 5776 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 422 049 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 4947 - გასულ დღე-ღამეს.