თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისმა რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვარი 2020 წლის აგვისტოში შეიძლება გახსნას. ამის შესახებ გაზეთ Известия-ს განუცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
„იმედი გვაქვს, რომ საზღვარს აგვისტოში - ზაფხულის ბოლოს გავხსნით. მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ქართული მხარე მზად იყო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად. როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული ხმარე მზად იქნება დაიწყოს პირდაპირი რეისები რუსეთში. მაგრამ პასუხი დამოკიდებულია რუსეთის გადაწყვეტილებაზე და ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის საზღვრები 18 მარტიდან ჩაკეტა. უკვე 22 მარტიდან საქართველო აღმოჩნდა თვითიზოლაციაში - ქვეყანაში მხოლოდ ტვირთები შემოდიოდა.