როგორია საქართველოს ბაზარზე სეზონურ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობა

სააგენტოს ცნობით,  მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუში შემოწმდება
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. სურსათის  სააგენტო ახლად შემოსულ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს, ნათქვამია უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუპერმარკეტი თუ აგრარული ბაზარი: სად უფრო უსაფრთხოა ვაჭრობა

სააგენტოს ცნობით, ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშებს  ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით   სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ.

ამ დროისთვის  შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.