მთვარის კალენდარი: 20 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

20 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

მთვარე ტყუპის ნიშანში ნიშნავს, რომ სწრაფი და ენერგიული საქმეების დღე დადგა. ინტელექტუალური აქტიურობა გაზრდილია. დღე ხელსაყრელია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის, მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვის. უძრავი ქონებისა და ავეჯის ყიდვა კი სჯობს, გადადოთ.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ ნიშნის გავლენით თმის ზოგადი მდგომარეობა არ შეიცვლება. თმის შეჭრა ამ დღეს დააჩქარებს მისი ზრდის პროცესს. ვარცხნილობა, სჯობს, მსუბუქი, მარტივი შეარჩიოთ, არ ღირს დიდი დეკორატიული ელემენტებით მისი დამძიმება.

სოციუმში მდგომარეობის სტაბილიზებისთვის შეგიძლიათ თმის ფერის ოდნავ შეცვლა.

მებაღეობა: მთვარე ტყუპის ნიშანში არცთუ ნაყოფიერია. ამ დღეს დათესილ და დარგულ მცენარეებს არა აქვს მკაფიოდ გამოხატული გემო და სუნი, სუსტია მისი ღეროც.

ამ დღეს შეიძლება მშრალი სასუქის მიცემა, გასხვლა, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: არასასურველია მორწყვა.