თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის ცენტრი შაბათს დღის მეორე ნახევრიდან გადაიკეტება - რუსთაველის გამზირზე გაერთიანებულ მიტინგზე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან.
ერთი წლის წინ პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგი ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკ დარბევაში გადაიზარდა.
სამოქალაქო ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ მერიას საპროტესტო აქციის გამართვის და რუსთველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით 10 ივნისს მიმართა. სწორედ ეს მოძრაობა გასული წლის განმავლობაში ატარებდა საპროტესტო აქციებს პარლამენტის წინ და მოითხოვდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და აქციის დაშლის დროს გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავეების დასჯას.
ორგანიზატორები არ მალავენ, რომ 20 ივნისის აქცია, როგორც ერთი წლის წინაც, რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აგრეთვე მომიტინგეები ხელისუფლებას გააკრიტიკებენ.
თბილისის მერიამ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირი დღის ორი საათიდან გადაიკეტება. საღამოს შვიდ საათამდე ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ადგილზე უნდა მოასწრონ ორმეტრიანი დისტანციის დასაცავად მანიშნებლების გაკეთება, რათა კორონავირუსის გამო სოციალური დისტანციის მოთხოვნა შესრულდეს.
აქციის მონაწილეებს მიეცათ რეკომენდაცია - ეკეთოთ პირბადე და სათვალეები და ლოზუნგების სკანდირებისას არ მოიხსნან პირბადე. აქციის შემდეგ მონაწილეებს ურჩიეს გადავიდნენ თვითიზოლაციაში ან უკიდურეს შემთხვევაში ორი კვირის მანძილზე სხვა ადამიანებთან კონტაქტისას პირბადეები ატარონ.
20 ივნისის მოვლენები: რა მოთხოვნა დააკმაყოფილა თბილისის მერიამ >>
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა გახარიამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხეს გამოიყენებს იმისათვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისის შესასვლელი ჩაკეტოს. „ეს სასაცილოა“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებს მშვიდობიან აქციისთვის ხელის შეშლას.