COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 471-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 21 ივნისიდან 5 ივლისამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი წესდება
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 12 238-მდე გაიზარდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 148 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადეს მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმი წესდება

„აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 471 შემთხვევა გამოვლინდა, 191 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 12 238 ფაქტი გამოვლინდა, 6 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 148 გარდაიცვალა, 5 574 პაციენტი მკურნალობას საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს“, - ნათქვამია შტაბის რელიზში.

მკაცრი კარანტინის რეჟიმი აზერბაიჯანში 21 ივნისიდან 5 ივლისამდე ცხადდება. კერძოდ, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ცხადდება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ჯალილაბადის და აფშერონის რაიონებში.

აღნიშნულ ქალაქებსა და რაიონებში სახლიდან გასვლა მხოლოდ სმს-ნებართვებით და საშვებით იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში დაიკეტება სილამაზის სალონები, მუზეუმები. ბაქოს მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაგრძელდა.