COVID-19 საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2891, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 256 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 898-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2891, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 256 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.