ყვითელი ამბები

„პედოფილების ქვეყანა ვართ! ავადმყოფების!..“ – „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი მშობლებს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი შეშფოთებულია საქართველოში ბოლოდრინდელი გახშირებული შემთხვევებით, რომლებიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ტიპის ძალადობას ეხება.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის მამაკაცის დაკავებას ეხმიანება, რომელიც 10 წლის გოგონას სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებას აიძულებდა.

ცხომელიძე მშობლებს მოუწოდებს, არ შეუქმნან თავიანთ შვილებს სოციალურ ქსელში პირადი გვერდები, რადგან ძალიან მრავლადაა შემთხვევები, როდესაც ზრდასრული კაცები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ.

„მანიაკი დახვდა“ – ვახო ჭუმბურიძის თქმით, მის გოგონას უფროსი მამაკაცი ავიწროებს

გუშინ ბიზნესმენმა და ცნობილი მომღერლის მაკა ზამბახიძის ყოფილმა მეუღლემ ვახო ჭმბურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის 15 წლის შვილს ზრდასრული მამაკაცი ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრება, თუ მას ცოლად არ გაჰყვება.

ვახო ჭუმბურიძე აცხადებს, რომ როდესაც აღნიშნულის შესახებ გაიგო, ჯერ მოძალადის ოჯახს დაუკავშირდა, შეხვდა მის ახლობლებს და ეგონა, რომ სიტუაცია განეიტრალდებოდა, თუმცა მის შვილს სახლთან ისევ დახვდა აღნიშნული პიროვნება და ამის შემდეგ გადაწყვიტა სამართლებრივი გზებისთვის მიემართა, რომელიც ბიუროკრატიულად ძალიან იწელება დროში, შედეგად კი ზარალდება არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობა, ხოლო მასზე მოძალადე გარეთ ისევ თავისუფლად დადის.

ვახო ჭუმბურიძე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ თუ ისინი ვერ დაიცავენ, რადიკალური ზომების მიღება მოუწევს და იძულებული გახდება თავად დაიცვას საკუთარი შვილი.

პოსტის დაწერიდან რამდენიმე საათში აღნიშნული პიროვნება დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.