პლუს ერთი: სად გამოვლინდა ინფიცირების ახალი შემთხვევა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 186 შემთხვევაა გამოვლენილი.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 896–ს მიაღწია.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მარნეულის მერზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის ქალი შვილთან ერთად მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში იმყოფება.

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებისა და ინფექციის წყაროს დადგენას ცდილობენ.

მერის სიტყვებით, მიუხედავად კორონავირუსის სიმპტომებისა, არასრულწლოვანს პირველადი ტესტირებით ინფექცია არ დაუდასტურდა, ამიტომაც მას ტესტი განმეორებით ჩაუტარდება. 

კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლები 6 წლამდე ბავშვები არიან: დასახელდა მიზეზი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 186 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს ამოქმედდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ამ დროისთვის საქართველოში საკარანტინე რეჟიმი მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში რჩება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 741–მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 14. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 891, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.