მსოფლიო დღეს

ნავთობის მსოფლიო ფასები ზრდას განაგრძობს

Vanda Insights-ის დამფუძნებლის თქმით, ბაზარს ამშვიდებს „ოპეკის“ საუბრები მიწოდების შემცირების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ნავთობის ფასები იზრდება, OPEC+-ის მინისტრების საზედამხედველო კომიტეტის სხდომამ ინვესტორებს იმედი გაუჩინა, რომ მოთხოვნა მალე გაიზრდება, რაზეც ვაჭრობის შედეგები მეტყველებს. 

ნავთობზე ფასები ისევ იზრდება: OPEC-ის სხდომის შედეგი

დილის 8:45 საათის მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობზე აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,87%-ით გაიზარდა და 41,87 დოლარს მიაღწია ბარელზე, ხოლო WTI-ს ივლისის ფიუჩერსების ფასმა 0,98%-ით მოიმატა და ბარელზე 39,22 შეადგინა.

პირველ რიგში ბაზარს მხარი დაუჭირა ერაყისა და ყაზახეთის გეგმებმა მაისში ბოლომდე შეუმცირებელი მოპოვებების კომპენსირების შესახებ. შეხვედრის საბოლოო კომუნიკეს პროექტში აღნიშნულია, რომ OPEC+-ის შეთანხმების დაცვის საერთო პროცენტმა გასულ თვეში 87% შეადგინა.

OPEC+-ის ახალმა შეთანხმებამ, რომელიც ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 9,7 მლნ-ით შემცირებას ითვალისწინებდა ორი თვის განმავლობაში, სტარტი მაისში აიღო, ხოლო 6 ივნისს აღნიშნული პირობა ივლისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ სადღეღამისო მოპოვების მოცულობა 7,7 მლნ ბარელით შემცირდება მიმდინარე წლის ბოლომდე და 5,8 მლნ ბარელით — 2022 წლის აპრილის ბოლომდე.

„მიმდინარე კვირაში აშკარა გახდა, რომ მეორე ტალღამ შესაძლოა ხელისუფლებები აღარ დააბრუნოს დრაკონულ ზომებზე“, — განუცხადა სააგენტო „ბლუმბერგს“ Vanda Insights-ის დამფუძნებელმა ვანდანა ჰარიმ.

მისი თქმით, ბაზარი მშვიდდება, როცა საუბარი OPEC+-ის მხრიდან მიწოდებების შეზღუდვას ეხება.