ყვითელი ამბები

„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გადავიხდი კრედიტს...“ – ლელა წურწუმია გასაჭირზე საუბრობს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ლელა წურწუმია ამბობს, რომ კულტურის სფეროს საქართველოში განსაკუთრებით გაუჭირდა.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ცნობილი წყვილიმომღერალი ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახა მამულაშვილი – კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა. აღნიშნულის შესახებ მათ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრეს გადაცემაში „ავტორის ხმა“.

„მამულიჩამ რეჟისორი დაკბინა“ – ლელა წურწუმია შოკის მომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს

„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ.

მისი თქმით, მართალია, გარეგნულად შოუბიზნესი ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ მოსაზრება, თითქოს პრობლემები არ აქვს – მცდარია.

„არ მივეკუთნებით მათ რიცხვს, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს, ამიტომ დამოუკიდებლად გვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა, სახელმწიფოსგან არა ფინანსურ დახმარებას, არამედ რეგულაციების გადახედვას და მოწესრიგებას მოვითხოვთ, რათა ისევ თვითონ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა", – განაცხადა მომღერალმა.

მომღერალმა ლელა წურწუმიამ იძულებითი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს და ჯგუფ „ნონ სტოპთან” ერთად რამდენიმე დღის წინ პირველი რეპეტიციაც გამართა.

„ვარსკვლავი კი არა, ძეგლი დაუდგამთ...“ – მამულიჩა ლელა წურწუმიას სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა.

ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ლელა წურ­წუ­მია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია, რომ­ლის კა­რი­ე­რაც 1991 წელს და­ი­წყო. ლელა 1969 წლის 12 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, მხატ­ვრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჰყავს დედა, ორი და, მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.