კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 264 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 895-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 741 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 264 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.