ქეთა თოფურია ბელორუს ბიზნესმენზეა შეყვარებული. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ცოტა ხნის წინ ქეთამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან რჩეული ქართველ მეგობრებს გააცნო.
ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო. რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.
ქეთა და ლევი ერთად ცხოვრობენ. კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ქეთა შვილთან და შეყვარებულთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს. გადატვირთული და ურთულესი გრაფიკის გამო მისი ქალიშვილი ოლივია ბებოსთან ერთად იზრდებოდა. ახლა ქეთას დედა ისვენებს, ნაყოფიერი გასტროლები კი ოჯახურმა ვითარებამ ჩაანაცვლა, რის შესახებაც მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.