თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ექვს წლამდე ბავშვები შესაძლოა იყვნენ კორონავირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლები, დაასკვნეს გერმანიის ინფექციების კვლევის ცენტრის მეცნიერებმა.
მანამდე გერმანელმა, ბრიტანელმა და ნორვეგიელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა თაობის ადამიანს ბიოლოგიურ სითხეებში პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობის პათოგენური ნაწილაკები აქვთ. მიუხედავად ამისა, დაავადების გადადების მხრივ ყველაზე სახიფათოდ მაინც ექვს წლამდე ასაკის ბავშვები მიიჩნევიან.
მკვლევარების თქმით, ამას ხელს უწყობს ის ფაქტორები, რომ ამ ასაკის ბავშვები არ „ემორჩილებიან“ ნიღბების ტარების წესს, ხშირად იკიდებენ ხელს სახეზე, თამაშობენ იატაკზე და „გემოს უსინჯავენ“ სათამაშოებს.
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ბავშვები უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ ავადმყოფობენ COVID-19-ით.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებამ აიძულა მეცნიერები, განეკუთვნებინათ ბავშვები ვირუსის ყველაზე სახიფათო გამავრცელებლების კატეგორიისთვის.
სწავლულების თქმით, იმის ადეკვატური პროგნოზისთვის, ღირს თუ არა საბავშვო ბაღების გახსნა, აუცილებელია სერიოზული სამუშოების ჩატარება რისკ-მენეჯმენტის კუთხით.