დაგვიბრუნეთ ქორწილები: თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - ფოტო

Sputnik

კორონავირუსის პანდემიამ და შეზღუდვებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემოსავლის გარეშე დატოვა სხვადასხვა პროფესიების უამრავი ადამიანი. ტურიზმის სექტორის გარდა, სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანებიც დაზარალდნენ. მუდმივი სამსახური დაკარგეს ფოტოგრაფებმა, ვიდეო-ოპერატორებმა, წამყვანებმა, ანიმატორებმა და მუსიკოსებმა. მათ უკვე მეორედ გამართეს საპროტესტო აქცია საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, სადაც დიდი ღონისძიებების გამართვის ნებართვას მოითხოვდნენ.

 

1 / 15
პარასკევს კანცელარიის შენობასთან ათობით ადამიანმა მოიყარა თავი საპროტესტო აქციაზე
2 / 15
ზოგიერთმა მონაწილემ პლაკატი მოიტანა, ზოგმაც ადგილზე დაამზადა
3 / 15
აქციაზე გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ქორწილი განასახიერეს
4 / 15
ფოტოგრაფებმა, ვიდეო-ოპერატორებმა, წამყვანებმა, ქორწილების ორგანიზატორებმა და რესტორატორებმა დიდი ღონისძიებების გამართვის ნებართვა მოითხოვეს
5 / 15
კორონავირუსის პანდემიისა და აკრძალვების გამო, მათ შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს
6 / 15
ზოგიერთი მათგანი, საერთოდ რეგულარული შემოსავლის გარეშე დარჩა
7 / 15
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მათ მდგომარეობაში შესვლას და აკრძალვის მოხსნას თხოვენ
8 / 15
მომიტინგეთა შორის იყვნენ მომღერლები და მუსიკოსებიც
9 / 15
შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა როდის დაიშვება დიდი ღონისძიებების გამართვა, ჯერ-ჯერობით უცნობია
10 / 15
კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ახლა საქართველოში აკრძალულია ქორწილები, დაკრძალვა, ნათლობა, და ყველა სხვა მასობრივი თავშეყრა
11 / 15
ასევე აკრძალულია რესტორნებში ხმამაღლა ცოცხალი მუსიკის დაკვრა - იმისათვის, რომ ადამიანებს შორის ნაკლებად იყოს ახლო კონტაქტი. მაგალითად, ცეკვის დროს, ან ხმარუსი გამო ახლო მანძილიდან საუბრისას
12 / 15
ბოლო თვეში ასეთი აქცია უკვე მეორეჯერ გაიმართა თბილისში
13 / 15
თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მსგავსი გაიმართა ბათუმშიც
14 / 15
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებულია დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი. ესენი არიან არა მხოლოდ მომღერლები, მუსიკოსები, წამყვანები, ფოტოგრაფები და ვიდეო-ოპერატორები, არამედ მზარეულები, ოფიციანტები, ტექნიკური პერსონალი
15 / 15
მკაცრი ზომების გამო ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ხელისუფლებას მათი პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ამ დროისათვის უცნობია, როდის დაიშვება საქართველოში მასობრივი ღონისძიებების გამართვა