ყვითელი ამბები

„მანიაკი დახვდა“ – ვახო ჭუმბურიძის თქმით, მის გოგონას უფროსი მამაკაცი ავიწროებს

მაკა ზამბახიძის ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ირკვევა, რომ მის შვილს მანიაკი დასდევს.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ვახო ჭუმბურიძე, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი მომღერლის მაკა ზამბახიძის მეუღლის რანგში გაიცნო, სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 15 წლის გოგონას ლანჩხუთში მცხოვრები ზრდასრული მამაკაცი ავიწროებს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, თუ ცოლად არ გაჰყვება.

ვახო ჭუმბურიძე აცხადებს, რომ როდესაც აღნიშნულის შესახებ გაიგო, ჯერ მოძალადის ოჯახს დაუკავშირდა, შეხვდა მის ახლობლებს და ეგონა, რომ სიტუაცია განეიტრალდებოდა, თუმცა მის შვილს სახლთან ისევ დახვდა აღნიშნული პიროვნება და ამის შემდეგ გადაწყვიტა სამართლებრივი გზებისთვის მიემართა, რომელიც ბიუროკრატიულად ძალიან იწელება დროში, შედეგად კი ზარალდება არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობა, ხოლო მასზე მოძალადე გარეთ ისევ თავისუფლად დადის.

ვახო ჭუმბურიძე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ თუ ისინი ვერ დაიცავენ, რადიკალური ზომების მიღება მოუწევს და იძულებული გახდება თავად დაიცვას საკუთარი შვილი.