მედიცინის მუშაკების საპროტესტო აქცია საფრანგეთში – ფოტო

Sputnik

მედიცინის მუშაკთა საპროტესტო აქცია საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა, კერძოდ, სტრასბურგში, ლიონში, ნანტსა და ბორდოში. ზოგიერთი დემონსტრაციის მსვლელობისას მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც. პოლიციაში განაცხადეს, რომ პროვოცირება მოახდინეს მშვიდობიან მომიტინგეებში შერეულმა რადიკალებმა.

საფრანგეთში ათასობით მედიცინის მუშაკი გამოვიდა ქუჩებში სამუშაო პირობებისა და ხელფასის გასაპროტესტებლად. მანიფესტაციის მონაწილეებმა საავადმყოფოებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც მოითხოვეს.

1 / 14
საფრანგეთის ქუჩებში ათასობით ექიმი გამოვიდა დაბალი ხელფასისა და სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად
2 / 14
მედიცინის მუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას, სოციალური გარანტიების გაზრდას და პერსონალის რაოდენობის მატებას მოითხოვენ
3 / 14
აქციებში მონაწილეობდნენ მედდები, ექიმები, სანიტრები და მედიცინის სხვა მუშაკები, მათ ასევე შეუერთდნენ „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები
4 / 14
აქციას ასევე შეუერთდნენ რადიკალი აქტივისტები, სავარაუდოდ მოძრაობა „შავი ბლოკის“ წევრები
5 / 14
ამის შემდეგ დედაქალაქის ცენტრში არეულობები დაიწყო
6 / 14
დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
7 / 14
მარშის მონაწილეებმა პოლიციის შეურაცხყოფა დაიწყეს, შემდეგ კი ბოთლები და პეტარდები დაუშინეს
8 / 14
შეტაკებისას დაშავდა 19-ზე მეტი სამართალდამცავი
9 / 14
პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი
10 / 14
აქციაზე დააკავეს დაახლოებით 30 დემონსტრანტი
11 / 14
მიტინგის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მედიცინის მუშაკებს არაფერი აქვთ საერთო არეულობასთან და პასუხისმგებლობა რადიკალებს დააკისრეს
12 / 14
დემონსტრაციები ჩატარდა საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც: ტულუზაში, ლიონში, ნანტში, ბორდოსა და მარსელში
13 / 14
საფრანგეთის საავადმყოფოების თანამშრომლები, ხელისუფლებისგან დათმობის მოსაპოვებლად, ახალი აქციების გამართვისკენ მოუწოდებენ
14 / 14
როგორც მანამდე ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებდნენ, კორონავირუსით მინიმუმ 50 ატასი ექიმი და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგანაც 16 გარდაიცვალა