საქართველოში შესაძლოა კოვიდ-ინფიცირებული ტურისტები დაუშვან – მინისტრის განმარტება

საქართველოში 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღება გადაწყვიტეს, მანამდე კი ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოში ჩამოსულ იმ ტურისტს, ვისაც PCR–ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნება, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კორონავირუსი არ აქვს, ტესტირება პირდაპირ აეროპორტში ჩაუტარდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან – მიმართულებები, ფასები

მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებების დროს იყო საუბარი. გარდა აეროპორტისა, მინისტრი ადასტურებს, რომ არსებობს ბევრი პუნქტი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ტურისტებს ტესტირება ჩაუტარდებათ.

მან აღნიშნა, რომ დარჩება საკარანტინო სივრცეებიც, თუმცა ზოგიერთ სასტუმროს ეძლევა საშუალება, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ტურისტები მიიღოს.

„ჩვენ გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა. ეტაპობრივად ჩვენ შევძლებთ 3000, 4000 და შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარებას დღიურად, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ დიაგნოსტიკა დროული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან PCR–ტესტის პასუხს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აიღებს თუ არა ამ ხარჯებს თავის თავზე საქართველო, ამაზე მთავრობა მუშაობს. საქართველო უცხოელ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს.