ყვითელი ამბები

სექს-სიმბოლოს ქალიშვილმა მეგობარი ბიჭი გამოაჩინა – ვინ არის ევა ბარბაქაძის რჩეული?

ევა ბარბაქაძე ზაფხულის დღეებს მეგობარ ვაჟთან ერთად ატარებს. ნახეთ, ვინ არის ევას რჩეული და როგორ გამოიყურება წყვილი.
Sputnik

ევა ბარბაქაძე მის რჩეულ ვაჟთან ერთად გამოჩენას თავს აღარ არიდებს. მისი სოციალური ქსელი ულამაზესი ფოტოსესიებით არის სავსე, ხოლო „სთორებზე“ მეგობრები და მათთან გატარებული დაუვიწყარი დღეები დომინირებს. რამდენიმეთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ ევა მეგობრებს შეუერთდა. პოზიტიური და თბილი ვიდეო კი Instagram-ზე გამოაქვეყნა, რომელზეც მას 62 ათასამდე „ფოლოვერი“ ჰყავს.

ევას მიმდევრების რაოდენობა დღითი დღე იმატებს. მან „ვარდისფერი გოგონას“ კონტენტი შექმნა, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს. ყველა აღიარებს, რომ ის დედას ძალიან ჰგავს. პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება.

ამბობენ, რომ ევას სილამაზემ დედა გარეგნობით დაჩრდილა. გოგონა საუცხოოდ გამოიყურება და დიდ ყურადღებას იქცევს. სუპერვარსკვლავის ქალიშვილი სტუდენტია. მან ფსიქოლოგია აირჩია და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. ახლა ევას ცხოვრებაში ახალი და თავგადასავლებით მოცული პერიოდი დადგა. მსახიობის ქალიშვილს ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. ამით, სავარაუდოდ, დედას დაემსგავსა. შორენა ბეგაშვილის თანხმობით ულამაზესმა ევამ ტატუ გაიკეთა. არაორდინარული გოგონა ახლა მეგობარ ვაჟთან გამოჩენასაც არ არიდებს თავს.

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ.

ფაქტი სახეზეა – სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მართალია, მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა დედისას არ აღემატება, მაგრამ ევას გვერდზე მისი თანატოლები ძალიან აქტიურობენ. დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ უახლესმა სურათმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა.