ტიკარაძე: წელს 2500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს
© Sputnik
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეებს გადაეცათ და 21 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი. ასევე 2020 წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და ეს გეგმები არის, რომ 2500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის.