ვინ არის თბილისში მოკლული 52 წლის მამაკაცი: საქმის დეტალები

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისში 52 წლის მამაკაცი შურისძიების ნიადაგზე მოკლეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მკვლელობა პაატა ჯანელიძის ქუჩაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცმა ოჯახის ახლობელს შურისძიების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი სახლიდან სამმა პირმა გაიყვანა. გასროლამდე დანაშაულში მონაწილე პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.