თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევები მოსკოვის ორ სამედიცინო დაწესებულებაში მოხალისეთა ორ ჯგუფში (თითოეულში 38 ადამიანია) ჩატარდება, აცხადებს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მანამდე სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა გასცა. ეს ვაქცინა შეიქმნა გამელეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრში. ექსპერიმენტი დღეს დაიწყო.
სპეციალისტები შეისწავლიან ორგანიზმზე ვაქცინის ორი ფორმის — თხევადისა და ლიოფილიზირებულის (მშრალი, გაუწყლოებული — რედ.) გავლენას.
„ხსნარის სახით ვაქცინა ინტრამუსკულური შეყვანისთვის ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გამოიცდება“, — ნათქვამია რელიზში.
პრეპარატის ფხვნილის სახით ვარიანტი კი სეჩენოვის უნივერსიტეტში გამოიცდება.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ კვლევის პოტენციური მონაწილეები, რომლებიც მხოლოდ სკრინინგს გაივლიან, ორი კვირის განმავლობაში სანატორიუმში ობსერვაციაზე, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათი გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, არიან ინფორმირებული პროცედურაზე, შესაძლო სარგებელზე, რისკებსა და დისკომფორტზე.